კომპანიის შესახებ
მიწოდების
გარანტიები
დაბრუნების პირობები
კონტაქტი
info@pnevmopro.ge
ჰაერსაკიდის წარმოება, გაყიდვა,
მონტაჟი და მომსახურება
ჩვენი გარანტიები
რას ამბობს კანონი

საგარანტიო მომსახურება გულისხმობს მწარმოებლის ბრალით გამოწვეული პროდუქციის ნაკლის უფასო აღმოფხვრას, მწარმოებლის მიერ დადგენილი ექსპლუატაციის წესების დაცვის პირობით. საგარანტიო პერიოდი მერყეობს 12 თვიდან 2 წლამდე, და დამოკიდებულია სათადარიგო ნაწილების ტიპზე. საქონლის ყველა საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურება ხორციელდება სპეციალიზებულ სერვის- ცენტრებში, რომლებსაც გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის XVII-XVIII მუხლების შესაბამისად, ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან მომხმარებლისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება. საქონლის „ნაკლი“. გულისხმობს,რომ საქონელი არ არის გამოსადეგი იმ მიზნისთვის, რისთვისაც იგი იყო შეძენილი.

შეძენილი ნივთის გამოცვლის, ან დაბრუნების უფლება მხოლოდ მაშინ გაქვთ, თუკი ნივთის ნაკლი თქვენი ბრალი არ არის. ზემოთ აღწერილი უფლებებით სარგებლობა შეგიძლიათ თუკი საქონლის ნაკლი მისი მიღებიდან 2 წლის განმავლობაში აღმოაჩინეთ. თუ საქონლის ნაკლი (მიღებულია საქონელი არასათანადო ხარისხის) მისი მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინეთ, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას. ამ შემთხვევაში საქონელი გადაეცემა შესამოწმებლად სერვის ცენტრს დასადასტურებლად იმისა, რომ გაუმართაობის არსებობა და მისი წარმოქმნა მყიდველის კონტროლის მიღმა მიზეზების გამო მოხდა. სერვის ცენტრიდან დადასტურების მიღების შემდეგ ხდება გაცვლა მსგავს პროდუქტზე ან პროდუქტის ღირებულების დაბრუნება. შემოწმების შესრულების ვადაა- არაუმეტეს 20 დღისა.
საჩივრების მიღების პუნქტის მისამართი:

საქონლის დაბრუნება / გაცვლა, ასევე საქონლის საგარანტიო მომსახურებაზე გადაცემა ხორციელდება მისამართზე: თბილისი.
სამუშაო საათები: ორშ-შაბ 11.00-დან 18.30-მდე (ჩამოსვლამდე აუცილებელია შეგვითანხმოთ თქვენი ვიზიტის დრო!)
მომართვის წესი:

დაბრუნება/გაცვლის განსახორციელებლად ან საქონლის საგარანტიო მომსახურებაზე გადასაცემად, თქვენ უნდა დარეკოთ უფასო ტელეფონის ნომერზე +995 322114151 და აცნობოთ თქვენი მიმართვის მიზეზი (წერილში მიუთითეთ თქვენი შეკვეთის ნომერი, თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და მოკლედ აღწერეთ მიმართვის მიზეზი). თქვენი მოთხოვნა დარეგისტრირდება და პასუხისმგებელი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ, რომელიც გაგაცნობთ შემდგომ ქმედებებს! მოთხოვნაზე რეაგირების დრო არა უმეტეს ერთი სამუშაო დღეა!

მნიშვნელოვანია! საქონლის დისტანციურად გაყიდვისას, სათანადო ხარისხის საქონელზე უარის თქმის შემთხვევაში თანხის დაბრუნების მოთხოვნის ვადა შეზღუდულია და შეადგენს 7 დღეს საქონლის მიღებიდან.

ველით თქვენს მოთხოვნებს!
ელექტრონულ ფოსტაზე: info@pnevmopro.ge

Pnevmo Pro პნევმო პრო ქ. თბილისი

ჩვენ ვაწარმოებთ, ვყიდით, ვაკეთებთ, ვამონტაჟებთ და ვუწევთ მომსახურებას სტანდარტულ პნევმოსაკიდების ერთეულებს ნებისმიერი ავტომობილისთვის.

ჩვენ ვართ მწარმოებელი ქარხანა. მწარმოებლისგან შესყიდვა 15-30%-ით უფრო მომგებიანია. მოქნილი ფასების პოლიტიკა და თანამშრომლობის პრინციპები, როგორც საბითუმო, ასევე ერთეული მყიდველებისთვის. პნევმოსაკიდის ნაწილების შეძენისას ან მისი შეკეთებისას, მოგაწვდით კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.
გვაქვს ფართო პარტნიორთა ქსელი.

პნევმოსაკიდის(პნევმოპოდვესკის) სათადარიგო ნაწილების შეძენა შეგიძლიათ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.
გჭირდებათ ჰაერსაკიდის შეკეთება?
დატოვეთ მოთხოვნა ვებგვერდზე და ჩვენ დაგირეკავთ უკან
კონფიდენციალურობის პოლიტიკა